„ყველაფერი 25 თებერვლის შესახებ“ - თბილისის N37 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დისკუსია გაიმართა
04-03-2024

თბილისის N37 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა დატვირთული. სკოლაში, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები ყოველთვის აღინიშნება.

გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. სკოლაში, 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს. სკოლის ლიტერატურულ კლუბში დისკუსია გაიმართა თემაზე: „ყველაფერი 25 თებერვლის შესახებ“. აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა გაიხსენეს მოვლენათა თანმიმდევრობა, გააანალიზეს ფაქტები, იმსჯელეს ტრაგედიის სიმძიმეზე. მოსწავლეებმა ასევე ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

მათ ასევე წაიკითხეს კოლაუ ნადირაძის, გალაკტიონ ტაბიძის, გოგლა ლეონიძის, კონსტანტინე გამსახურდიასა და იოსებ მჭედლიშვილის ლექსები.

შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის წევრი, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და სკოლის დირექტორი ლარისა მელაძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამომ საინტერესოდ ჩაიარა. 

25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში. ბოლშევიკური რუსეთის მე-11 არმიის შემოჭრას 70-წლიანი ოკუპაცია მოჰყვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203