მათხოჯის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს
04-03-2024
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი და ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ირმა ძიძიგურის ხელმძღვანელობით, ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნეს, როგორიც დედის დღეა. მათ საკუთარი ხელით მისალოცი ბარათები შექმნეს და საყვარელ მშობლებს გადასცეს.
გარდა ამისა, დამზადდა ვიდეოკოლაჟი, რომელიც მე-2 კლასის მოსწავლეებისა და მათი დედიკოების ფოტოებს აერთიანებს. ბავშვებმა მშობლები ძალიან გაახარეს.