ტუნაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრენბურთის ტურნირში I ადგილი დაიკავეს
04-03-2024
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის მიზანდასახული და ნიჭიერი მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, ფრენბურთში სასკოლო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლები მონაწილეობდნენ. ტუნაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და წარმატებას მიაღწიეს - მათ პირველი ადგილი დაიკავეს. 

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
I ადგილი - ტუნაძეების საჯარო სკოლა;
II ადგილი - ხულოს სპორტსკოლა;
III ადგილი - მეკეიძეების საჯარო სკოლა. 

„ვულოცავ თითეულ გუნდს გამარჯვებას. მადლობა ორგანიზატორებს, მსაჯებს, წარმომადგენლებს და თითოეულ მოსწავლეს ასეთი აქტიური ჩართულობისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203