ბათუმის N30 საჯარო სკოლის პირველ კლასში დიდი ჟრიამული იყო. I
ბ კლასის მოსწავლეებმა ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნეს, როგორც დედის დღეა. კლასში თემატური ღონისძიება - „დედიკო, ჩემი გაზაფხული ხარ“, მშობელთა ჩართულობით ჩატარდა.
მის მიმდინარეობაში პატარა მოსწავლეები პედაგოგ
ლელა ქოქოლაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და სიყვარულით ჩაერთნენ. მათ მისალოცი ბარათები დაამზადეს, საყვარელ დედიკოებს 3 მარტი მიულოცეს და უთხრეს, თუ როგორ უყვართ.
მოსწავლეებმა მშობლების გახარება შეძლეს.
„გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები:
ვიდეო