თამარიანის საჯარო სკოლაში ორი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა
04-03-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, ორი სპექტაკლის - „ჰელადოსი“ და „კაცია-ადამიანი?!“, პრემიერა გაიმართა. მასში მეშვიდე, მერვე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილებდნენ. მათ სამსახიობო შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარა მსახიობებმა მაყურებლების მოხიბვლა შეძლეს, მნიშვნელოვანი არტისტული უნარები წარმოაჩინეს და საკუთარი იმპროვიზაციით დაუვიწყარი მომენტები შექმნეს.

ხელმძღვანელები - ნონა ხარაშვილი და ნინო შუბითიძე, მადლობას უხდიან თითეულ მონაწილესა და სტუმარს, ამ ემოციების გაზიარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203