დედის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი ღონისძიებები ახალშენის N2 საჯარო სკოლაში
05-03-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

მოსიყვარულე და მზრუნველი პედაგოგები მოსწავლეებს გრძნობებისა და ემოციების გაზიარებას ასწავლიან. შესაბამისად, სკოლაში აქტიურად მიმდინარეობდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 

მე-5 კლასში მასწავლებელმა - მაიკო ბოლქვაძემ მოსწავლეებთან ერთად სპექტაკლი დადგა, რომელიც მოსწავლეებმა დედებს მიუძღვნეს. მე-4 კლასის მასწავლებელმა - ნაირა შუშანიძემ კი მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობებში ჩართო. ბავშვებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები და ყველაზე საყვარელი ადამიანების მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203