ახალშენის N2 საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
04-03-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო ღონისძიება მოეწყო. 

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - მაყვალა ანანიძემ მე-8 კლასში პატარა, მოკრძალებული ღონისძიება, დედის დღესთან დაკავშირებით, ჩაატარა. მის მიმდინარეობაში მერვეკლასელები მონდომებით ჩაერთნენ. მათ სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს სკეტჩები და ამონარიდი მინიატურებიდან. გარდა ამისა, უმღერეს საყვარელ დედებს, მოეფერნენ ლექსებით, ბრძნული გამონათქვამებით, ცეკვით.

„დედაშვილური სიყვარული მძლეთამძლეაო, ამბობდა გიორგი ლეონიძე და მართლაც ასეთი სიყვარულით გევლოთ, ბავშვებო“,- ამ სიტყვებით დაასრულა ღონისძიების ორგანიზატორმა, მაყვალა ანანიძემ თავისი მილოცვა მოსწავლეების, მშობლების, კოლეგებისა და დამსწრე სტუმრებისადმი.

ღონისძიება სკოლის დირექტორმა - ნატო ჯაში-შაინიძემ და დამსწრე პედაგოგებმა შეაფასეს.

„ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს, თემასთან მიმართებაში, თავიანთი ემოციებისა და განცდების გადმოცემა შესძლებოდათ. ბავშვებმა უდიდესი სითბოთი, განცდებითა და ემოციებით შესძლეს დედის სიყვარულის გადმოცემა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203