არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
04-03-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა გუნდი ფრენბურთში, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, კახეთის რეგიონული თამაშების მეორე ადგილის მფლობელი გახდა. გუნდის ხელმძღვანელი დავით ცერცვაძე გახლდათ, რომლის დახმარებით მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ კვლავ წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას გუნდის ხელმძღვანელს - დავით ცერცვაძესა და მის საამაყო ბიჭებს. კიდევ მრავალი მწვერვალი დაგეპყროთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203