მათხოჯის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედის დღის მისალოცი ვიდეორგოლები ჩაწერეს 
04-03-2024
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა მისალოცი ბარათები და დეკორატიული ყვავილები დაამზადეს. 

ისინი აქტივობაში დამრიგებელ თამარ ბოლოთაშვილის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებით, სიყვარულითა და ხალისით ჩაერთნენ. გარდა ამისა, მათ მისალოცი ვიდეოებიც ჩაწერეს. ამ ყველაფრით კი საყვარელი მშობლები უზომოდ გაახარეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:

































 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203