ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - არმინე ზმოიანის ხელმძღვანელობით, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მასში სკოლის ყველა მოსწავლემ უდიდესი სიყვარულით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ საყვარელ მშობლებს 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და სხვადასხვა თემატური ნომერი გამართეს.
ღონისძიების დასასრულს, კი დედები საცეკვაოდ დაპატიჟეს და თავიანთი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: