ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს 
05-03-2024
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ამ მიმართულებით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობენ. 

ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 26 დეკემბერს მონაწილეობა მიიღეს დედოფლისწყაროს ახალგაზრდობის ცენტრ „იბერიას“ ორგანიზებულ ინტელექტუალურ ჩემპიონატში - „რა? სად? როდის?“.

ფიროსმანის საჯარო სკოლიდან ორი გუნდი მონაწილეობდა:

„დაფიონა“ 

კაპიტანი: ნიკა ბერიძე.
გუნდის წევრები:
ნინი ხოზრევანიძე;
ანა ბოლქვაძე;
ანა ბერიძე;
სალომე ბერიძე;
გიორგი წილოსანი.

„განთიადი“

კაპიტანი: ლანა ცენტერაძე.
წევრები:
თიკა ცენტერაძე;
ლინდა ცენტერაძე;
ლიკა ხარაბაძე;
თეა წილოსანი;
ლიზი ზოსიძე.

მონაწილე სკოლების 9 გუნდს შორის, ფიროსმანის სკოლის ორივე გუნდმა, წარმატებით იასპარეზა. მესამე ადგილი „დაფიონამ“ აიღო.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ, მონაწილე მოსწავლეებს მოკრძალებულ, მაგრამ პირველ მისალოც წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლეები კონკურსში სკოლის დირექტორის - ვაჟა ზოიძისა და პედაგოგ ლეილა ტარილაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203