დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში ეროვნული გმირის - მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
04-03-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში, მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება. 

მათ შორის აღსანიშნავია, საბჭოთა ოკუპაციის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ქართველი სახალხო პოეტისა და  ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილის - მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სკოლის ისტორიის პედაგოგი მაია ბასილაური ხელმძღვანელობდა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები -  პოეტი ტარიელ ხარხელაური, პოეტი ნიკო ტიღინაშვილი, რესურსცენტრის თანამშრომელი თათია ქუცნაშვილი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები - მიხეილ მგელიაშვილი, ვალერი ჩიტაური და გიორგი არჩემაშვილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება გაალამაზეს თიანეთის კულტურის ცენტრთან არსებულმა  ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა -„ნაკადულები“, რომლის ხელმძღვანელი ნანა მენთეშაშვილი გახლავთ და ფოლკლორულმა ანსამბლმა -„პატარა აონელები“, რომელის ხელმძღვანელი ზურა მირზიაშვილია

აღსანიშნავია, რომ ანსამბლების წევრები ამავე სკოლის მოსწავლეები არიან.

სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს სტუმრობისთვის, პედაგოგს ღონისძიებისთვის. 

„დიდ მადლობას მოვახსენებთ ჩვენს სტუმრებს მობრძანებისთვის, მადლობა ქალბატონ ნანა მენთეშაშვილს გვერდში დგომისათვის და მაია მასწავლებელს საინტერესოდ ჩატარებული ღონისძიებისთვის“,-  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203