„რთულია სიტყვების პოვნა ჩვენი მწუხარების აღსაწერად“- ტყიბულის N7 საჯარო სკოლა ღვაწლოსილ პედაგოგს - ლელა ბოცვაძეს გლოვობს
04-03-2024

ტყიბულის N7 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ღირსეული პედაგოგის - ლელა ბოცვაძის გარდაცვალების გამო. 

სკოლაში, პედაგოგს დიდი პატივისცემითა და სიყვარულით იხსენებენ, აღნიშნავენ მის ღვაწლსა და ამაგს თაობების აღზრდის საქმეში.

„რთულია სიტყვების პოვნა ჩვენი მწუხარების აღსაწერად. ჩვენს კოლექტივს კიდევ ერთი საუკეთესო პედაგოგი დააკლდა უდროოდ. ლელა ბოცვაძე, წლების განმავლობაში, იყო ჩვენი სკოლის გამორჩეული მასწავლებელი. დიდი სიყვარულით, მზრუნველობითა და სითბოთი ავსებდა მოსწავლეების, კოლეგების გულებს. ბოლო დღეებამდე ერთგულად ემსახურა საყვარელ საქმეს, სკოლას. ჩვენი სასკოლო საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლელა ბოცვაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

„ეტალონი“ უართდება სამძიმარს და მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203