
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითა და ინიციატივებითაა დატვირთული.
სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებს შორისაა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჩვენ გვახსოვს იუნკერები“.
ღონისძიებაში მასწავლებლები, მოსწავლეების ხელმძღვანელობით დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
„ჩვენ გვახსოვს იუნკერები“ - ამ ლოზუნგით ირგვლივ გაერთიანდნენ მოსწავლეები, 23 თებერვლის ტრაგიკული მოვლენების შესახებ არაერთი საინტერესო ცნობა მოიძიეს და კლასელებს გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ასევე აქტიურად ემზადებიან იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობისთვის.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მე-9 წელია მიმდინარეობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
სკოლა აქტიურად მონაწილეობს ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“, გამონაკლისი არც ახალა იქნება და მოსწავლეები კონკურსში ჩვეული შემართებით, დირექციისა და მასწავლებლის ლეილა ტარიელაძის ხელმძღვანელობით, ჩაერთვებიან.
იხილეთ ფოტოები: