„რუკა და ქვეყნები“ - ორჯის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
04-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-4 კლასში, ბუნების მასწავლებლის - ანუ იუზბაშიანის ხელმძღვანელობით, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემაც რუკა და ქვეყნები იყო. მოსწავლეებმა რამდენიმე დღე ჯგუფურად იმუშავეს, რუკა შექმნეს და მასზე ქვეყნები, დედაქალაქებით, დაიტანეს. გარდა ამისა, რუკაზე ამ ქვეყნების დროშებიც განალაგეს. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ისინი საკუთარი ნაშრომით ძალიან კმაყოფილები იყვნენ. მეოთხეკლასელებმა დრო ნაყოფიერად გაატრეს და გეოგრაფიის ცოდნა გამოავლინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203