
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კოსმოსში „იმოგზაურეს“, მათ პლანეტარიუმი „ვარსკვლავი“, სტუმრობდა.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ პლანეტარიუმის გუმბათის ქვეშ სამ განზომილებაში ენახათ სამყაროს ევოლუცია და პლანეტათა განლაგება.
როგორც სკოლაში გვოყვებიან, შთამბეჭდავი სანახაობა ბავშვების ემოციების ფონზე მიმდინარეობდა, მათთვის ეს დაუვიწყარ დღედ იქცა.
მოსწავლეები საოცარი სანახაობიდან გამოწვეულ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს ვერ მალავდნენ.
დღე ემოციებით დატვირთული, დასამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: