წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში დედის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
04-03-2024
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში დედის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. 

სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედებს, ძალიან ლამაზი და ემოციური ღონისძიება მიუძღვნეს, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებაზე წარმოთქმული თითოეული სიტყვა, ლექსი, შესრულებული სიმღერა თუ ცეკვა დედებს ეძღვნებოდა და მოსწავლეები მას დიდი მოწიწებით ასრულებდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ზეიმს სკოლის დირექცია, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. 

დღე ემოციებით დატვირთული, დასამახსოვრებელი და ძალიან სახალისო იყო, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203