აჭყვას საჯარო სკოლის წამყვანმა პედაგოგმა - ზაინი ცინარიძემ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა
04-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები დაუღალავად და დიდი მონდომებით მუშაობენ, რათა მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლონ და სწავლისადმი დადებითად განაწყონ. აღსანიშნავია, ასევე, რომ ისინი თავიანთ გამოცდილებას ერთმანეთს აქტიურად უზიარებენ.

ამჯერად, სკოლაში, უცხოური ენების კათედრაზე რუსული ენის წამყვანმა მასწავლებელმა, ზაინი ცინარიძემ თანამშრომლებთან რესურსების შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრის თემა იყო - „ლეპბუკის“ შექმნა მეხუთე კლასში რუსული ენის გაკვეთილზე“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრეზენტაცია შინაარსიანად და ნაყოფიერად წარიმართა. მან პედაგოგებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრაზე კოლეგებმა აღნიშნეს, რომ რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისაა და კარგად გამოიყენებენ ანბანის შესწავლის დროს დაწყებით საფეხურზე.

ეს დღე ინფორმაციული და საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203