ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა სახალისო აქტივობებით გაჯერებული მათემატიკის გაკვეთილი
04-03-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. სწორედ ამ მიზნით, არაერთ თემატურ ღონისძიებას ახორციელებენ.
ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი მაკა ჩიკაშუაა. ამჯერად, IVვ კლასის მოსწავლეებმა, მისი ხელმძღვანელობით, მათემატიკაში მთელი და ნაწილი შეისწავლეს. მათ სახალისო აქტივობის რესურსად ხაჭაპურები გამოიყენეს. მეოთხეკლასელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატრეს და რაც მთავარია, ცოდნა გაიღრმავეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი პატარებისთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო გამოვიდა.