მიასნიკიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებისთვის მისალოცი ბარათები და ხელნაკეთი საჩუქრები დაამზადეს
04-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო, ამის მიზეზი კი დედის დღესთან დაკავშირებით გამართული აქტივობებია.
მოსწავლეებმა საყვარელი დედიკოებისთვის მისალოცი ბარათები და ხელნაკეთი საჩუქრები დაამზადეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და განსაკუთრებული სითბოთი ჩაერთნენ, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნეს.
მათ დედის დღისა და ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში დედის როლზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა დედების გახარება შეძლეს.
„დედა სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულისა და სიხარულის გამანაწილებელი. ის საუკეთესო მრჩეველი და მეგობარია, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოუსმენს და დაეხმარება შვილს, რომლის გულისთვისაც მზადაა ყველაფრისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს