
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოწაფეთა განათლების ხარისხსა და სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება.
ახლახან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნინო სოლომონიძემ მე-6 და მე-7 კლასებში ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი, შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის „ვეფხისტყაოსნის“ და მისი გმირების შესახებ.
პედაგოგმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა, მათ შორის მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი, რომელზეც „ვეფხისტყაონის“ აფორიზმები დაიტანეს.
მოსწავლეებისთვის აქტივობები სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა, ამიტომ დავალებას წარმატებით გაართვეს თავი.
იხილეთ ფოტოები: