
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გასვლითი ღონისძიებით მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
საზოგადო მოღვაწე თიანეთის სოფელ ნაქალაქარში დაიბადა, მისი სახელის უკვდავსაყოფად ეს დღე სახლ-მუზეუმში ყოველთვის აღინიშნება.
თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოკრძალებული ღონისძიებით სტუმრობდნენ მუზეუმს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა პოეტის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად წაიკითხეს მისი ლექსები და წერილები დედისთვის ომიდან მოწერილი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, რომლებისთვისაც მოსწავლეთა წარმოდგენა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: