უჩხოს საჯარო სკოლის ფრენბურთელთა გუნდმა მუნიციპალური პირველობა არავის დაუთმო
04-03-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამ მიზნით, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, ამჯერად კი, ფრენბურთში, ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარებულ რაიონის პირველობაზე წარდგნენ.

სკოლის საამაყო ფრენბურთელებმა პირველობა არავის დაუთმეს, თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და სკოლა ასახელეს. 

სკოლაში ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203