
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა 15 თებერვალს განახორციელეს პროექტის, - „ჩვენ გვიყვარს კითხვა“, პრეზენტაცია, რომლის ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ტოგონიძე გახლავთ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მწერლისა და პოეტის - არჩილ სულაკაურის კლასგარეშე, არაპროგრამული მოთხრობები და ლექსები, ასევე საინტერესო კედლის გაზეთები შექმნეს და გაითამაშეს ინსცენირება მოთხრობის - „ბიჭი და ძაღლი“.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მეორე ნაწილი მიეძღვნა არჩილ სულაკაურის მოთხრობის - „ზევით და ქვევით“, მიხედვით გადაღებული კინოფილმის ჩვენებას.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მწერლის 97 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარებულმა ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების, წაკითხული ტექსტის გააზრებისა და კითხვის სტრატეგიების უნარის დახვეწას.
იხილეთ ფოტოები: