
თბილისის N108 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან და სხვადასხვა სასწავლო პროგრამის თუ პროფესიის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
27 თებერვალს სკოლის მე-12 კლასების მოსწავლეები/აბიტურიენტები გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრაზე ევროპის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები, კვების ბლოკი. ასევე, ესაუბრნენ აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს.
მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს კლინიკა, სადაც პრაქტიკას გადიან ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები.
მოსწვალეებისთვის დღე ძალიან საინტერესო, ინფორმაციული, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: