მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღის მისალოცი ბარათები დაამზადეს
04-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის გამორჩეულად აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, ქართული და სომხური სექტორის დაწყებითი კლასის მოსწვლეებმა მისალოცი ბარათები დაამზადეს. ისინი აქტივობაში დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა საყვარელი დედიკოების შესახებ ისაუბრეს, თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ხელნაკეთი მისალოცი ბარათები მშობლებს გადასცეს, რითაც ისინი უზომოდ გაახარეს. 

მათი ნამუშევრები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203