
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტული სწავლება მუსიკაში საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, მე-10ა კლასის მოსწავლეებმა დაასრულეს მუშაობა პროექტზე: „80-90 იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა - „ანდერგრაუნდი“ „ქართული და დასავლური პარალელებით“.
ბოლო ეტაპზე კი, მოსწავლეებმა დასრულებული ვერსიები, სასკოლო საზოგადოების წინაშე პრეზენტაციების სახით წარადგინეს.
კლასის დამრიგებელი მაია მაჭარაძე გახლავთ, საგნის მასწავლებელი კი მარიკა რუხაძეა, რომელიც დიდი მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს პროექტში აქტიურად ჩართულობისა და პრეზენტაციების საინტერესოდ წარდგენისთვის.
იხილეთ ფოტოები: