ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში დედის დღეს წარმტაცი ღონისძიება მიეძღვნა
04-03-2024
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით სკოლაში არაერთი საინტერესო და სახალისო ღონისძიება ტარდება.
ამჯერად, სკოლის Iდ კლასში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც კლასის დამრიგებელი მარიამ სიხარულიძე ხელმძღვანელობდა.
პედაგოგის დახმარებით ბავშვებმა საყვარელი დედებისთვის კლასი ლამაზად, სადღესასწაულოდ მორთეს. ისინი მონდომებით ცდილობდნენ მშობლების გულის გახარებას.
ზეიმზე მათ მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მათ აღნიშნული დღით დედების მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატეს. აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს