ნინოწმინდის N4 სკოლის მოსწავლეებმა, დედის დღესთან დაკავშირებით, მისალოცი ბარათები დაამზადეს
04-03-2024
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯრად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს. მათ ანიმაციები დედაშვილობაზე ნახეს, შემდეგ კი ნანახი ვიდეოს შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს, იმსჯელეს და აზრი დააფიქსირეს. გარდა ამისა, 3 მარტის შესახებ ისაუბრეს და მისალოცი ბარათები და დეკორატიული თაიგულები დაამზადეს.
პატარა მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, აქტივობაში უდიდესი სიყვარულით ჩაერთნენ და საკუთარი ნამუშევრებით მშობლები ძალიან გაახარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს