მეძიბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
04-03-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში, მოსწავლეების განწყობის ამაღლებასა და მათთვის დაუვიწყარი სასკოლო დღეების შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.

მეძიბნის საჯარო სკოლისა და სოფლის კლუბის ერთობლივი ინიციატივით, 3 მარტს, სოფელ მეძიბნის სასოფლო კლუბის შენობაში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის დირექციის წარმომადგენლები და ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების წარმომადგენლები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება იყო ძალიან სახალისო.

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, წარადგინეს იუმორისტული სკეტჩები, შეასრულეს ხალხური სიმღერები და საცეკვაო ნომრები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203