გორის N3 სკოლის გოგონათა გუნდმა ფრენბურთში, რეგიონალურ ტურნირზე I ადგილი დაიკავა
04-03-2024

გორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ.

ამჯერად, სკოლის გოგონათა გუნდი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2024-ში მონაწილეობდა. 

გუნდმა კიდევ ერთხელ ასახელა სკოლა და რეგიონალურ ტურნირზე ფრენბურთში, დამსახურებული I ადგილი დაიკავა, მოსწავლეებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეებს და შედეგმაც არ დააყოვნა. 

სკოლაში მოსწავლეებს ულოცავენ მიღწეულ შედეგს, მათ წარმატებასა და მომავალი გამარჯვებისკენ წინსვლას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203