საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში წარმატებით იასპარეზეს
04-03-2024

დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც სპორტულ ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართულობასა და მიღწევებზე აისახება. 

ამჯერად, საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში იასპარეზეს წარმატებით. მოსწავლეთა მიღწევები ასე გამოიყურება:  

  • „მხიარული სტარტები“ - I ადგილი;
  • ფრენბურთი (ვაჟები) - I ადგილი;
  • 3x3 კალათბურთი (ვაჟები) - II ადგილი;
  • 3x3 კალათბურთი (ვაჟები)  - I ადგილი სკოლის პირველ გუნდს, II ადგილი სკოლის მეორე გუნდს.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევები ახარებთ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203