ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა კვების პირამიდა ააგეს
04-03-2024

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო პრაქტიკულ დავალებებს სთვაზობენ და ხშირად მიმართავენ „სწავლა კეთებით“ მეთოდს. 

ამის ნათელი მაგალითი მე-6 კლასში ჩატარებული გაკვეთილია, რომელსაც პედაგოგი დარეჯან კუჭუხიძე ხელმძღვანელობდა და რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი. 

მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე - „ჯანსაღი კვება“, და ააგეს კვების პირამიდა. 

სამუშაო პროცესში თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესითა და შემართებით იყო ჩართული, მათ მონდომებას უშედეგოდ არ ჩაუვლია და საბოლოოდ, საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული რესურსი შექმნეს, რომელიც საკლასო ოთახში განათავსეს. 

დღე ნაყოფიერი, ხალისიანი და შემეცნებითი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203