
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
28 თებერვალს, ირაკლი ბაზაძის სახელობის მახათაურის საჯარო სკოლაში თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება თემაზე - „ბულინგი“. VII, VIII-IX კლასის მოსწავლეებმა ჩაგვრის ტიპები სიტუაციურად განიხილეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ V, VI კლასების მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.
აღსანიშნავია, რომ მახათაურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან და როგორც საკუთარი, ისე სხვების უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები: