
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეების პოეზიით დაინტერესებასა და მათში ქართველი მწერლობისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, მერვე კლასის მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი მწერლების შემოქმედებიდან ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თავად აირჩიეს წასაკითხი მასალა, რამაც საგრძნობლად გაზარდა მოსწავლეთა ინტერესი.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მათთვის საყვარელი ქართველი მწერლების ბიოგრაფიაზე, მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს მიეცათ საშუალება წარმოეჩინათ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები.
მათ გამოუმუშავდათ ზეპირი მეტყველების კულტურა, განივითარეს საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოთქმისა და ლექსის მხატვრულად წაკითხვის უნარები.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა შეძლეს მსმენელზე შთაბეჭდილების მოხდენა“, - აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან მოსწავლეებს ასეთი შთამბეჭდავი სანახაობისთვის.
იხილეთ ფოტოები: