თბილისის N74 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელთა დაუვიწყარი სიურპრიზი დედებს
04-03-2024
თბილისის N74 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს და დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყვეს.
მე-5ბ კლასის დამრიგებელმა და მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, დედებისთვის ეს დღე გაელამაზებინათ და მშობელთა კრებაზე მისულ მშობლებს შთამბეჭდავი სანახაობით დახვდნენ, მათ მშობლებს მთელი გულით მიუძღვნეს ყვავილები და ეს დღე საუკეთესოს სურვილებით მიულოცეს.
ეს დღე დაუვიწყარი იყო არა მარტო მშობლებისთვის, არამედ მოსწავლეებისა და მასწავლებლისთვისაც.
„წელიწადის ყველა დრო ლამაზია თავისი მრავალფეროვნებით და უჩვეულობით, მაგრამ გაზაფხულს არაფერი შეედრება, რადგან ამ დროს ყველაფერი იღვიძებს, ყველაფერი ლამაზი ხდება, სწორედ გაზაფხულზე აღნიშნავენ ისეთ ლამაზ დღესასწაულს, რომელსაც დედის დღე ჰქვია“, - აღნიშნავენ სკოლაში და დედის დღესა და გაზაფხულის დადგომას ერთად ზეიმობენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს