არხილოსკალოს საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი და გაზაფხულის პირველი დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ტექნოლოგიური ნამუშევრები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი - ეკატერინე ჩიტაური მოსწავლეებს საინტერესო და გამორჩეულ აქტივობებს სთავაზობს.
ამჯერად, პედაგოგმა VI კლასში პროექტი - „გილოცავთ 3 და 8 მარტს“ განახორციელა. მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს არაერთი დავალება პროგრამაში - www.tinkercad.com, როგორც 3D designs/დიზაინში, ასევე circuits/სქემებში.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, მათმა ნამუშევრებმა კი დიდი მოწონება დაიმსახურა.
„მარტივი არ იყო ლედ ნათურების დაკავშირება სადენებით და შემდეგ მისთვის კოდის გაწერა, თუმცა ყველა სიძნელე დაძლიეს და წარმოადგინეს სხვადასხვა ნაშრომები. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებელს, ასევე, - კიდევ მრავალი პროგრამის გაცნობას, სწავლას და პროექტების განხორციელებას“,- ამბობენ სკოლაში.