ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები ზოოლოგიის მუზეუმს სტუმრობდნენ
04-03-2024

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო აქტივობებითა და გასვლითი ღონისძიებებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, მე- კლასი, დამრიგებლის - ნინო გეგელაშვილისა და ბუნების პედაგოგ დარეჯან კუწუხიძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. კოკოჩაშვილის სახელობის ზოოლოგიის მუზეუმს სტუმრობდნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, მოისმინეს ბიოლოგიის დოქტორის - თამარ ჭეიშვილის საინტერესო ლექცია, მუზეუმში დაცული საოცარი ექსპონანტების შესახებ და შეიტყვეს მრავალი უცნობი ინფორმაცია.

მოსწავლეებისთვის დღე შემეცნებითი, ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203