შუამთას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს მათი დღესასწაული ორიგინალურად მიულოცეს
ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისად აღნიშნავენ.
ამჯერად, გამორჩეული და კრეატიული აქტივობა დედის დღეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა დედებს დაუკრეს და უთხრეს, რომ უყვართ და ამაყობენ, რომ ასეთი მშობელი ჰყავთ. აქტივობა განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული იყო.
„ძვირფასო ქალბატონებო, დედიკოებო, გილოცავთ გაზაფხულის მშვენიერებას, სურნელს, ყვავილთა თოვას ...
ბედნიერ დედობას გისურვებთ, ქვეყნისთვის საამაყო შვილების აღზრდას! დედა ხომ მზის ნაზი სხივია, მარადიულია, ჩვენს გულებშია და გვათბობს სადაც არ უნდა იყოს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: