თბილისის N141 საჯარო სკოლაში „პოეზიის საღამო“ გაიმართა 
04-03-2024

თბილისის N141 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა ცოდნის, შემოქმედებითი ნიჭის და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება. 

1 მარტს, თვითმმართველობის ორგანიზებით, სკოლაში გაიმართა „პოეზიის საღამო“.

ღონისძიება მირზა გელოვანისა და ტერენტი გრანელის შემოქმედებმას მიეძღვნა. 

„ახალი საუკუნის ტენდენციების გამო, კუთხეში მიიმალა ქართული პოეზიის ისეთი შედევრები, როგორიც მირზა გელოვანისა და ტერენტი გრანელის ლექსებია. 107 წელი გავიდა მირზას დაბადების დღიდან, ჩვენ კი იუბილე ჩვენებურად მივულოცეთ. არც ტერენტი დაგვიწყებია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პოეტია დედამიწის ზურგზე“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა - მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს სასახელო პოეტების ლექსები, ისაუბრეს მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. 

„მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა, შეისწავლა, მოუსმინა და დაგვეხმარა რათა მოგვეწყო პოეზიის საღამო, სახელად: „სევდის ყვავილობა ქართულ პოეზიაში“ დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრი რამ ვთქვით და ცხადია, ბევრად მეტი დაგვრჩა სათქმელი სამომავლოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203