ახალქალაქის N1 სკოლის მოსწავლეებმა დედის დღის მისალოცი ბარათები დაამზადეს
04-03-2024
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რა თქმა უნდა, არც დედის დღე და გაზაფხულის დადგომა დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, პატარა მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მისალოცი ბარათები და დეკორატიული სადღესასწაულო ტორტები დაამზადეს.
მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატრეს, გაზაფხულსა და დედის დღეზე ისაუბრეს.
მოსწავლეთა შექმნილმა ორიგინალურმა რესურსებმა მასწავლებლის მოწონება დაიმსახურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს