ჯიხანჯურის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ხალვაში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად აირჩიეს
04-03-2024

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ხალვაში წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. გარდა იმისა რომ დაუღალავად ზრუნავს სკოლის კეთილდღეობაზე, ამავდროულად, შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. 

მისმა წერისადმი სიყვარულმა, ნიჭმა და შემართებამ, ის საამაყო შედეგამდე მიიყვანა.

დირექტორი საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრად აირჩიეს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა ჩვენი რაიონის, სკოლისა და მისი უდიდესი სამეგობრო წრისთვის.

სკოლის კოლექტივი ხელმძღვანელს გულით ულოცავს ღირსეულ წარდგენას. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს არის ყველაზე საპატიო და დიდი ჯილდო, რაც ნამდვილად, ღირსეულად დაიმსახურა.

„დარწმუნებული ვართ ეს სასიამოვნო სიახლე იქნება ყველასთვის და ბატონი მიხეილის შემოქმედებითობა მეტად დაამტკიცებს თავის შესაძლებლობებს, გვჯერა ამ საქმიანობით უფრო დიდ საქმეს გააკეთებს თაობების სწორად აღზრდასა და მათ ნამდვილ ქართველებად ჩამოყალიბებაში. წარმატებები და გონებრივი სიძლიერე ბატონ მიხეილს. დღეს ჩვენს სკოლაში დიდი ზეიმია და ამ წარმატებას ერთად ვზეიმობთ....“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203