ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის გამოღვიძებასა და დედის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, ამჯერადაც სასკოლო სივრცეში დიდი ჟრიამული იყო.
მასწავლებლის - სუსანა ამბარიანის ორგანიზებით, გაზაფხულის გამოღვიძებასა და დედის დღეს თემატური ღონისძიება მიეძღვნა, რომელშიც მე-8ბ კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ გაზაფხულისა და დედის დღის შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, ყველა მასწავლებლის, თავდადებული დედების, ყველა ქალისა და გოგონას მიმართ პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მაყურებელს გაზაფხულის სითბო აგრძნობინეს და ამაღლებული განწყობა შეუქმნეს.
იხილეთ ფოტოები: