თბილისის N142 სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ მუხიგულაშვილმა ცურვის სასკოლო ლიგაში წარმატებით იასპარეზა
04-03-2024

თბილისის N142 საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამის დასტური გახლავთ მოსწავლეთა სურვილი, რომ აქტიურად ჩაერთონ სხვადსხვა სპორტულ ღონისძიებაში. 

ამჯერად, სკოლის IX კლასის მოსწავლე ნიკოლოზ მუხიგულაშვილი თბილისის ცურვის სასკოლო ლიგაში მონაწილეობდა. 

სკოლა დიდი სიამაყით აღნიშნავს, რომ ნიკოლოზმა თავისი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა და დამსახურებული II საპრიზო ადგილის მფლობელიც გახდა.

სკოლაში მოსწავლეს ულოცავენ მიღწეულ შედეგს, მას წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. 

შეჯიბრი ჩატარდა 2024 წლის 2 და 3 მარტს, თბილისში, გლდანი - ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის 25-მეტრიან საცურაო აუზში.

აღსანიშნავია, რომ პროექტი მასობრივი სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობას ემსახურება და გულისხმობს სასკოლო, საუნივერსიტეტო და სამოყვარულო სპორტული ღონისძიებების თანამედროვე სტანდარტების სისტემის ჩამოყალიბებას. სასკოლო შეჯიბრი ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემით, ორგანიზებაში ინოვაციური მეთოდების დანერგვით და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით განხორციელდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203