დაუვიწყარი წუთები და ემოციების ზღვა - თბილისის N31 სკოლის პედაგოგ ნათია აბულაძისა და მისი მოსწავლეების დედის დღისადმი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიება ​
03-03-2024

3 მარტს საქართველოში გაზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დღესასწაულს - დედის დღეს აღვნიშნავთ. 

თბილისის N31 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნათია აბულაძის ხელმძღვანელობით, დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. 

ღონისძიება სახელწოდებით - „დედაშვილობის ზღაპარი“ ყველაზე საყვარელი ადამიანებისადმი სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას ემსახურებოდა. 

„დე-და ერთი ჯადოსნური სიტყვის 2 მარცვალი, იმედს, თანადგომას, თანაგანცდას, სიყვარულსა და ყველა სიკეთეს უდრის“, - აღნიშნეს მოწაფეებმა და მშობლებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.

ბავშვები დედებისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, საალერსო სიტყვებით მიულოცეს დედებს მათი დღესასწაული და დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203