
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში დედის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
გაზაფხულის პირველ და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დღესასწაულს, VII-VIII კლასის მოსწავლეებმა, ხელმძღვანელ მარიამ ბრეგვაძესთან ერთად, სადამრიგებლო საათი მიუძღვნეს თემაზე - „დედა ერთია, დედა ღმერთია!“
მოსწავლეები ცნობილი ფრაზებით მიეალერსნენ ყველაზე საყვარელ ადამიანებს, წაიკითხეს თემატური ლექსები და სიურპრიზი მოუწყვეს დედებსა და დამრიგებელს.
მოსწავლე-მასწავლებლები დღესასწაულს ყველა დედას ულოცავენ.
„ყველა დედას ვუსურვებთ ბედნიერ დედობას“, - აღნიშნავენ მოსწავლე-მასწავლებელი.
იხილეთ ფოტოები: