ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა მილოცვა და ძვირფასი საჩუქარი დედებს 
01-03-2024
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის საინტერესოდ აღინიშნება.

ამჯერად კი, IV კლასში, დედის დღესთან დაკავშირებით, აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა საყვარელ დედიკოებს ეს დღე მიულოცეს, სიმბოლურად, ბარათები დაუმზადეს და ლექსები მიუძღვნეს.

მოსწავლეები აქტივობაში, ინგლისური ენის პედაგოგის მარიამ რობაქიძის ხელმძღვანელობით, დიდი სიყვარულით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მეოთხეკლასელებმა ამ დღისა და ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში დედის როლზე იასუბრეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203