რუსთავის N20 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელ გიორგი ცხოვრებაშვილს STEM სკოლაში სწავლა დაუფინანსდება 
01-03-2024

რუსთავის N20 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ცხოვრებაშვილი. 

გიორგი სკოლაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, ჩაირიცხა STEM სკოლაში და მოიპოვა საქართველოს ბანკის სტიპენდია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის სწავლას საქართველოს ბანკი დააფინანსებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გიორგი ცხოვრებაშვილის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ფიზიკის პედაგოგ ნელი ღოლიჯაშვილსა და ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელს - გალინა აბულაძეს.

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლესა და პედაგოგებს გაწეული შრომისა და სკოლის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის, მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203