„დედის თვალებში მზის ღიმილს ვხედავ“ - დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა კონფერენცია ჩაატარეს
04-03-2024
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა, დედის დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია გამართეს თემაზე - „დედის თვალებში მზის ღიმილს ვხედავ“.
კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ კლუბ საფიხვნოს კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა ღლონტი.
კონფერენციას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.
კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა, კლუბის წევრებმა წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, პოსტერები.
„გაზაფხულის ეს ლამაზი დღე ბევრ სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა. მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა, რომ ეს ღონისძიება ასე ლამაზად ჩატარებულიყო“,- გვეუბნება ღონისძიების ორგანიზატორი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს