თბილისის N64 საჯარო სკოლის STEM კლუბის მოსწავლეები უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციას დაესწრნენ
01-03-2024

თბილისის N64 საჯარო სკოლაში წარმატებით  მუშაობს STEM კლუბი, რომელიც აქტიურად ერთვება სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო ინიციატივებში

ამჯერად, STEM კლუბის წევრები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქეთევან კუპატაძის მიერ მოსწავლე/მასწავლებლებისთვის, გამართულ სამეცნიერო საჯარო ლექციას დაესწრნენ. 

რომლის თემაც იყო - „მომკლავს მე უშენობა“. ღონისძიებაზე განხილული იყო რკინის როლი სასიცოცხლო პროცესებში, რკინისა და მისი მარილების თვისებები, სადემონსტრაციო ცდები და ისტორიული მიმოხილვები რკინასთან დაკავშირებით.

სკოლაში მადლობას უხდიან მომხსენებელს ასეთი საინტერესო შეხვედრისა და ინფორმაციის მიწოდებისთვის. 

„მადლობა ქალბატონო ქეთევან ასეთი შესაძლებლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203